ჭიათურა, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებთან ერთად, გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელის - Google Developer Groups-ის (GDG) ბაზაში იძებნება და ის რიგით მეორე ქალაქია საქართველოდან (თბილისის შემდეგ), რომელიც ჩამონათვალში შეგხვდებათ: https://gdg.community.dev/
ყოველილე ეს კი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საშუალებით განხორციელდა, რომლის მხარდამჭერია კომპანია ჯორჯიან მანგანეზი.
“GDG-ის წევრობა საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ მსოფლიო დონის ინოვაციების ნაწილი და გავაძლიეროთტექნოლოგიური ეკოსისტემა ჭიათურაში,” განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.
Google Developer Groups (GDG) არის გლობალური ტექნოლოგიური საზოგადოების ქსელი, რომელიც აერთიანებსდეველოპერებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ორგანიზაცია ქმნის სივრცეს, სადაცმონაწილეები სწავლობენ Google-ის უახლეს ტექნოლოგიებს, იზიარებენ გამოცდილებას და ერთად ქმნიან ინოვაციურპროექტებს.
“ჩვენი გაწევრიანება GDG-ში ნიშნავს, რომ ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე ტექნოლოგიური ინიციატივებიუფრო მეტად განვითარდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ ფართო მასშტაბის შეხვედრები, ვორქშოპები დასემინარები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, განავითარონ პროფესიული უნარები დაშექმნან საერთაშორისო კავშირები,” განაცხადა პატარიძემ.
ჭიათურაში მულტიფუნქციური ცენტრის მიზანია, ჭიათურა ვაქციოთ რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად, სადაცახალგაზრდები და პროფესიონალები შეძლებენ აითვისონ Google-ის უახლესი ტექნოლოგიები, განვითარდნენ როგორცდეველოპერები და გახდნენ გლობალური ინოვაციური საზოგადოების ნაწილი.
უახლესი