ჩემთვის სიის ოცეულში ყოფნა ძალიან დიდი პატივია. მეორედ მომიწია და მერგო პატივი, რომ ვიყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის წევრი. არსებულ მოწვევაში მქონდა პატივი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, გადაცემაში „ნოესთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმოვინაცვლე ამ არსებულ პოზიციაზე და ჩვენს გუნდთან ერთად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამაყი ვარ, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში გავაგრძელებ მუშაობას და ჩემს საქმიანობას.
ძალიან მიხარია, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეებს ვაკეთებ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი
56 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები