დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Camex-ის მომხმარებლებს ამანათების მიღება კომპანიის ფილიალების გარდა Delivo-ის სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ

Camex-ის მომხმარებლებს ამანათების მიღება კომპანიის ფილიალების გარდა Delivo-ის სერვის ცენტრებშიც შეუძლიათ

20-03-2025 14:00:00

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Camex საქართველოში დაფარვის არეალს აფართოებს და ამ მიზნით შიდა გადაზიდვების ლიდერ კომპანია Delivo-სთან პარტნიორობას აღრმავებს. როგორც  Business Insider Georgia-სთან Camex-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ განაცხადა, Camex.ge-ს მომხმარებლებს საკუთარი ამანათების მიღება/აღება ამიერიდან Delivo-ს სერვისცენტრებში შეეძლებათ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრია.  აღნიშნული პარტნიორობა კი Camex.ge-ს საშუალებას აძლევს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოვდეს, ხოლო მომხმარებელმა შედარებით დაბალი ტარიფებით, სასურველ ლოკაციაზე აიღოს ამანათი. 

„Camex ​მომხმარებლებისათვის ამანათების ადგილზე მიწოდების სერვისს აქამდე Delivo-ს დახმარებით ახორციელებდა. ვინაიდან Camex სხვადასხვა ქალაქში ფილიალებს არ ხსნის და ამ მიმართულებით არ ფართოვდება და ვინაიდან Delivo-ს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს ოფისები, მათთან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადავედით და ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ამანათები, მათთვის მისაღებ დროს  Delivo-ს ოფისებიდან გაიტანონ“, - აღნიშნა გიგა სეთურიძემ.

Camex ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას  ამერიკის შეერთებული შტატებიდან,გერმანიიდან, თურქეთიდან და ინგლისიდან საქართველოში.

Camex​-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები