,,მეწყერი ბუნებრივი შემთხვევაა და ეს შეიძლება, არა მარტო აქ მოხდეს, ყველგან შესაძლებელია. ჩვენ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი, ქვეყანა ვართ. რა მოწყობილობებიც არ უნდა იყოს დაყენებული, ეს წამების თემაა", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბუნებრივი შემთხვევაა და ეს შეიძლება, არა მარტო აქ მოხდეს, ყველგან შესაძლებელია. ჩვენ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი, ქვეყანა ვართ. რა მოწყობილობებიც არ უნდა იყოს დაყენებული, ეს წამების თემაა. ამაზე ახლა მუშაობენ. ათასობით სოფელია, მაშინ უნდა გავასახლოთ. პირდაპირ გეტყვით, ყვარლიდან დაწყებული, ყაზბეგამდე დამთავრებული. ყველგან შეიძლება, პრობლემა მოხდეს - წყალი ადიდდეს, სამწუხაროდ, ამას ვერ გავექცევით. მთელს მსოფლიოში ასეა. აგერ, რაც მოხდა ჰავაიზე - 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა. ჩვენზე მაგარი ვერტმფრენებიც ჰყავთ, ავიაციაც, მაგრამ მოხდა! ხდება, ბუნებაა და სამწუხაროა, დიდი უბედურება მოხდა!“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი
1 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს2 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“