დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 4 თვეში საქართველომ 500 ტონამდე ფინიკი იყიდა

ბოლო 4 თვეში საქართველომ 500 ტონამდე ფინიკი იყიდა

12-06-2023 20:00:22

 

საქართველოში ფინიკის იმპორტი 84%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 597.88 ათასი დოლარის ღირებულების 489.96 ტონა ფინიკი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 265.79 ტონა.

ოთხ თვეში იმპორტირებული ფინიკის 75%-ი საქართველოში ირანიდან შემოვიდა, სულ 365.25 ტონა. ფინიკის მეორე იმპორტიორი ქვეყანა კი ტუნისია, საიდანაც ქვეყანამ 40.01 ტონა ფინიკის იმპორტი მოახდინა. მესამე ადგილზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, საიდანაც იანვარ-აპრილი 39.60 ტონა ფინიკის იმპორტი დაფიქსირდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანაში ფინიკის იმპორტის რეკორდი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 688.64 ტონა ფინიკი შემოვიდა. ეს მაჩვენებლები კი 2021 წელთან შედარებით 29%-ით ზრდას აჩვენებს. 2021 წელს საქართველოში 533.87 ტონა ფინიკის იმპორტი განხორციელდა. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები