დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 370 მლნ დოლარი შეადგინა - პრემიერი

ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 370 მლნ დოლარი შეადგინა - პრემიერი

31-10-2023 09:59:40

თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოში თურქული კომპანიების რიცხვი 10 000-ს აჭარბებს.

„ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის - როლს. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ“, - განაცხადა პრემიერმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები