დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინების 70% განვადებით იყიდება - ,,თალასა ჯგუფი“

ბინების 70% განვადებით იყიდება - ,,თალასა ჯგუფი“

19-11-2023 19:00:33

თალასა ჯგუფის/Thalassa Group  მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.

როგორც Business Insider Georgia- თან ,,თალასა ჯგუფისფინანსურმა დირექტორმა თამარ ლომიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მეოთხე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ბინების 30% გაყიდულია.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მაისში დავიწყეთ.  პროექტი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა გარემოში ხორციელდება. მშენებლობისას გამოიყენება  მაღალი ხარისხის მასალებია, შენობა ენერგოეფექტურობაზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბინების 30% გაყიდულია. ძირითადი მყიდველებია ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში ან ემიგრაციაში არიან. ბინების 70% განვადებით იყიდება, თუმცა ერთიანი გაყიდვებიც თანდათან აქტიურდება. აღსანიშნავია, რომ  ჩვენ გვემსახურება ,,ბაზის ბანკი“ , რომელსაც სესხის გამარტივებული პირობები აქვს.  სესხით ყიდვაც ერთიან გაყიდვაში ითვლება.“, - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

რაც შეეხება ,,თალასა ჯგუფის“ საშემოდგომო აქციას, სწორედ ერთიანი გაყიდვების სტიმულირებისკენ არის მიმართული. ბინის ერთიანი გადახდით შეძენისას  კომპანია მომხმარებლებს 8%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ცნობისთვის, თალასა ჯგუფის" კომპლექსი 110 ბინას მოიცავს. საცხოვრებელი ბინის ფართი 472-დან 96.12-მდეა.

მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები