საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა.
როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, მგზავრთგადაყვანაში ახალი კომპანიის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მზარდია და ასევე მზარდია ბაზარი.
„ქუთაისის აეროპორტი სრულად სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ არის, ქართული მენეჯმენტი ჰყავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ის ორგანიზაცია რომელიც ოპერირებას წევს და მუდმივად ზრუნავს მგზავრების კომფორტზე. შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მგზავრთა გადაყვანის სერვისი ე.წ Shuttle სერვისი, რომელსაც სხვადასხვა ქალაქებიდან ვთავაზობთ ჩვენს მგზავრებს და წელს უკვე მესამე კომპანია შემოუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მზარდია მოთხოვნა, მზარდი არის ბაზარი. არის საკმარისი რაოდენობა მგზავრებისა იმისთვის, რომ სამმა კომპანიამ ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს და რა თქმა უნდა როდესაც არის კონკურენცია, ბუნებრივია არსებობს ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივა და ამ მიმართულებით ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ , - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას „ჯორჯიან ბას“ და „ომნიბუსს ექსპრეს“-თან უკვე „მეტრო ჯორჯია” წარმატებით ემსახურება.
„დღეის მდგომარეობით, სამი სხვადასხვა კომპანია ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო მგზავრებს. სამივეს განრიგები არის აწყობილი ფრენების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მგზავრის სწორედ მისთვის საჭირო გაფრენის წინა პროცედურების დაწყებამდე იქნას მოყვანილი აეროპორტში. ეს ბევრ პროცედურას გვიმარტივებს და მეორეს მხრივ, ჩვენ როგორც ამ უფლების გამცემი ორგანიზაცია მუდმივად ვაკონტროლებთ ამ ავტობუსების ხარისხს, მძღოლების კვალიფიკაციას, წესრიგში ყოფნას, დასუფთავებას, დაზღვევას მგზავრების მესამე პირების წინაშე და ა.შ. რაც გარანტირებულად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მგზავრებისთვის არის მაქსიმალური კომფორტი შექმნილი.
ჩვენ პერიოდულად რა თქმა უნდა ვატარებთ მგზავრთა კმაყოფილების კვლევას. ACI სხვადასხვა აეროპორტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ატარებს მგზავრთა კმაყოფილების კვლევას. რა თქმა უნდა არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენც გვაქვს ეს სერვისი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მაღლა დგას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. რა თქმა უნდა იქ სხვადასხვა კომპონენტების ჯამი არის, თუმცა ეს კონკრეტული სერვისი, რომელიც არის მგზავრთა გადაყვანა და აეროპორტის წვდომადობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული სერვისი სწორად მუშაობს“, - განმარტავს ქარქაშაძე.
უახლესი
10 საათის წინ
როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები10 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა11 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა