დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ბიუჯეტი 7 მლნ ლარით გაიზარდა

ბათუმის ბიუჯეტი 7 მლნ ლარით გაიზარდა

12-07-2024 15:18:00

ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა და 457 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, გაზრდილი ბიუჯეტიდან 6 მლნ 439 ათას 800 ლარი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადანაწილდა.

გათვალისწინებულია ახალი პროექტები:

▪️ ენვერ ხაბაძის ქუჩის კეთილმოწყობა

▪️ გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის კეთილმოწყობა

▪️ ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა

▪️ სპორტული მოედნის მოწყობა ივანე ჯავახიშვილის ქ. #82-ის მიმდებარედ

▪️ სკვერის მოწყობა 26 მაისის ქ. #10-ის მიმდებარედ

▪️ სკვერის მოწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის #320-ის მიმდებარედ

▪️ ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ახალი ღონისძიებები:

▪️ მრავალბინიანი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ვიტრაჟების შეცვლა

▪️ მრავალბინიანი სახლების სადარბაზოს ამორტიზებული შესასვლელი გადახურვის ფილის მოწყობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები