წელსაც შევძლებთ, რომ იმ ვიზიტორთა დაგეგმილ რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ძალიან მალე აქტიური საზაფხულო სეზონი დაიწყება და რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.
„უკვე გვაქვს პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო არაერთი მცდელობა მომხდარიყო საზაფხულო და მთლიანად ტურისტული სეზონის მიმართ გარკვეული ფეიკ კამპანიები, დისკრედიტაციის მიზნით გორდებოდა სხვადასხვა კამპანია ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან, ჩვენ წელსაც შევძლებთ, რომ იმ დაგეგმილ ვიზიტორთა რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. ეს დადებითი დინამიკა აისახება სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 64%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის მიმართ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ დაგეგმილი პრიორიტეტების შესრულების კუთხით, რომელიც ეხება უმუშევრობის შემცირებას, კიდევ უფრო მეტი შემოსავლების შექმნას ზოგადად ეკონომიკაში ჩვენი მოსახლეობისთვის.
მსურს აღვნიშნო, რომ ბათუმი წელს დასახელდა ევროპის ყველაზე ცნობილ, გამორჩეულ ტურისტულ ქალაქებთან ერთად ევროპის ხუთეულში ტურისტული მიმართულებების კუთხით, რაც არის იმედისმომცემი და ძალიან ძლიერი საფუძველი, რომ წელს წარმატებით ვუმასპინძლოთ მილიონობით მოგზაურს აჭარაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა