საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით 41.4 პროცენტითაა გაზრდილი.
ამასთან ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5 პროცენტით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ.
აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 44.6 პროცენტით. რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2021 წელთან შედარებით შემცირდა 2.7- ჯერ.
2022 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტებსა და მონეტებში 65% 100-ლარიანები შეადგენდა, 17,7% - 50 -ლარიანები, 1-ლარიანი მონეტა - 10%-ს, 20-ლარიანი - 4,2%.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტებიბს მოცულობა ასე ნაწილდება:
ლარის ბანკნოტები - 3003 ერთეული ;
ლარის მონეტები - 378 ერთეული;
აშშ დოლარი - 1620 ერთეული;
ევრო - 156 ერთეული;
სხვა უცხოური ვალუტა - 107 ერთეული,
2022 წელს მიმოქცევიდან ამოღებულია სულ 5 264 ყალბი ბანკნოტი.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა