საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია.
სებ-ის მონაცემებთ, თებერვალში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.8% იყო, იანვარში - 12.9%.
ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე თებერვალში საპროცენტო განაკვეთი იანვართან შედარებით 17%-დან 16.9%-მდე შემცირდა. სებ-ის სტატისტიკით, იურიდიულ პირებისთვის გაცემულ სესხებზე განაკვეთი 13.9%-დან 14%-მდე ზრდას აჩვენებს, ხოლო ფიზიკურ პირებზე კლებას. საპროცენტო განაკვეთი თებერვალში 18.9%-დან 18.7%-მდე შემცირდა.
თებერვალში საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე იანვართან შედარებით, 7,4%-დან 7.9%-მდეა გაზრდილი. თუმცა იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 8.6%-დან 8.4%-მდე კლებას აჩვენებს, ხოლო ფიზიკური პირებს ვალუტაში აღებული სესხი 5%-დან 7%-მდე გაუძვირდათ.
სებ-ის მონაცემებოთ, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, სესხები 12.8%-დან 13.8%-მდე გაძვორდა. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.4%-დან 7.9%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 16.4%-დან 16.9%-მდეა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).
როგორც Business Insuder Georgia-ს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, სესხების შემცირების ძირითადი მაჩვენებელი ლარის კურსის გამყარებასთანაა კავშირში.
„ვალუტის ცვალებადობა, ანუ კურსთა შორის სხვაობა, რომ გამოვრიცხოთ სესხები ზრდა 2,79%-ია, ხოლო 12 თვიან პერიოდში 23%-იანი.
ანუ რეალურად შემცირება ძირითადად მაინც ლარის კურსის გამყარებითაა გამოწვეული. მეორე საკითხია სესხებზე შემცირებული ზრდის ტემპი, რის წინაპირობაც საბანკო ბაზარზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.
წელსაც მოსალოდნელია დოლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ერთადერთი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინი, რაც გარკვეულწილად ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს“,- განმარტავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.
ამავე თემაზე:
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა