ბაქსვუდის სკოლა თბილისში, გელოვანზე ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Buckswood School-ის წარმომადგენლები ავცელებენ.
„და ეს საოცარი დღეც დადგა, ბაქსვუდი გელოვანზე - Officially Open. ვთქვით და გავაკეთეთ. დღეს აქ ახალი ბაქსვუდური თავგადასავალი იწყება. მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯერა და გვენდობა და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გუნდს, რომელთან ერთადაც არც ერთი გამოწვევის არ გვეშინია“, - ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
2022-2023 სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა გაფართოებას იწყებს, რაც გულისხმობს ახალ ინფრასტრუქტურულ და პროგრამულ პროექტებს განახლებულ გუნდთან ერთად.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა