„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტის სრული განახლებისთვის ჩატარებული სამუშაოს 95 პროცენტამდე უკვე დასრულებულია,“ ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა მედიას განუცხადა.
„ახალქალაქის სადგურზე სამუშაო დასასრულს უახლოვდება. დანარჩენი სამუშაოს დასრულებაც ორ თვეში იგეგმება,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.
მან აღნიშნა, რომ BTK, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ქმნის უამრავ შესაძლებლობებს ჩინეთიდან ევროპაში და უკან საქონლის ტრანსპორტირებისთვის, პროექტი ხუთ ეტაპისგან შედგებოდა და აქედან სამი უკვე დასრულებულია.
ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტზე ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე უახლოეს თვეებში.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იქნება სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ყველა ოპერაციას ეს საწარმო განახორციელებს. საქართველო და აზერბაიჯანი ამ საწარმოში 50-50%-იანი წილით იქნებიან წარმოდგენილნი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტები, უახლოეს დღეებში კი, ერთობლივი საწარმოს შექმნაა მოსალოდნელი.
უახლესი
5 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს10 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება