წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საექსპორტო მილსადენით 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გადატუმბვა იგეგმება.
ამის შესახებ აზერბაიჯანოს ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
„ჩვენ გვქონდა სასარგებლო დისკუსიები ყაზახეთის ვიცე-პრემიერთან - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმანგარინთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თაობაზე", - განაცხადა მინისტრმა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 2023 წლის მარტში დაიწყო.
თენგიზის საბადოზე წარმოებული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია ტანკერით „პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევით“ აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალში 23 მარტს გადაიზიდა.
ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით SOCAR-სა და Kazmunaigas-ს შორის დადებული ხელშეკრულებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტს.
უახლესი