დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 5.9%-ით გაიზარდა - BIL

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 5.9%-ით გაიზარდა - BIL

28-09-2023 13:01:35

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 152,590 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 5,9%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, - ამის შესახებ თურქული კომპანია BOTAS International Limited-ში (BIL - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქული მონაკვეთის ოპერატორი) განაცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, აგვისტოში BTC ნავთობსადენით 19,181 მილიონი ბარელი გადაიზიდა (2022 წლის აგვისტოს მაჩვენებლის +4%).

2022 წელს ნავთობის ექსპორტმა BTC-ით 225,445 მილიონი ბარელი შეადგინა (2021 წლის მაჩვენებელთან +12,6%).

ამჟამად BTC ნავთობსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს აზერი-ჩირაღ-გუნეშლის საბადოდან და შაჰ-დენიზის საბადოდან, ასევე კონდენსატს SOCAR-დან. BTC სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობის ტრანსპორტირებასაც ახდენს.

BTC ნავთობსადენის სიგრძე 1,768 ათასი კმ-ია, საიდანაც აზერბაიჯანზე - 443 კმ, საქართველოზე - 249 კმ, თურქეთზე - 1,076 ათასი კმ გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონას აღემატება.

პროექტის მონაწილეები არიან: BP (30,1%); SOCAR (25%); MOL (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ExxonMobil (2,5%); INPEX (2,5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2,36%).
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები