აზერბაიჯანში დღემდე წარმოებული 654 მილიონი ტონა ნავთობიდან 484 მილიონი ტონა მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდა ექსპორტზე.
ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბახტ იუსიფზადემ ბაქოს ენერგეტიკული ფორუმის მეორე დღეს გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე ნავთობისა და გაზის საბადოების აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) განვითარების დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე 573 მილიონი ტონა ნავთობი იყო წარმოებული..
დღეისათვის ACG საბადოების ბლოკიდან 208 მილიარდი კუბური მეტრი გაზია მოპოვებული.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.
ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
უახლესი