ჰეიდარ ალიევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში განხორციელებული რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი ბლოკების მშენებლობა 93%-ით დასრულდა, ხოლო მოდერნიზებული ბლოკების მშენებლობა - 99%-ით.
ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
„ჰეიდარ ალიევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში განხორციელებული რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასთან ერთად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება.
2022 წლის ბოლოსთვის ახალი ბლოკების მშენებლობა 93%-ით დასრულებულია, ხოლო მოდერნიზებული ბლოკების მშენებლობა 99%-ით. პროექტი ითვალისწინებს 2023 წელს დიზელისა და ბენზინის საწვავის წარმოებას ევრო-5 სტანდარტების შესაბამისად“,- ნათქვამია ანგარიშში.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა