ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას.
ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსებისთვის განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვარიდან განახლდა. საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით, პროგრამაში რამდენიმე ინდუსტრიის მიმართულებით სიახლეებია.
კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში:
• აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება - საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
• პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით - „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;
• „55.20.0 - დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
• საგრანტო კომპონენტს დაემატა შემდეგი საქმიანობა - „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.
უახლესი
37 წუთის წინ
ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში15 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი