30 ნოემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ის ტერიტორიაზე გაჩერება 90 დღემდე უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
აშშ-მა ისრაელი უვიზო მიმოსვლის პროგრამაში შეიყვანა და შესაბამისად ისრაელის მოქალაქეებს მოეთხოვებათ მხოლოდ მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) ფორმის შევსება აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა ასევე დაადასტურა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სახალხო კავშირების გაძლიერების ნიშანია.
უახლესი