აშშ-ს ხელისუფლებამ დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ამერიკულმა ენერგეტიკულმა კორპორაციამ ConocoPhillips-მა ალასკას ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე ნავთობის ჭაბურღილების გაბურღვის უფლება მოიპოვა.
შესაბამისი დოკუმენტი ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო და საჯარო მიწების მართვის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ConocoPhillips-მა აღნიშნა, რომ ჭაბურღილებზე დღეში 180 000 ბარელამდე ნავთობს მოიპოვებენ.
„პროექტი სავარაუდოდ გამოიმუშავებს 8-დან 17 მილიარდ აშშ დოლარამდე ახალ შემოსავალს ფედერალური მთავრობის, ალასკას შტატისა და ჩრდილოეთ ფერდობის რეგიონის თემებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი