დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

20-11-2024 13:05:00

აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საელჩო დაკეტილი იქნება. თანამშრომლებმა თავშესაფარში ყოფნის ინსტრუქცია მიიღეს“, - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ, მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები