აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე ტურისტული ობიექტის, ორხაზიანი ზიპლაინის „არწივის ბუდე“-ს მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 512 716 ლარია. შედეგად კი არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი „არწივის ბუდის" დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იქნება.
ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9 512 716 ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება.
წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება