დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apple-ი ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს

Apple-ი ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს

18-03-2025 13:35:00

Apple-ი (AAPL) iOS 19-ისთვის, iPadOS 19-ისა და macOS 16-ისთვის ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს, რაც visionOS-ით შთაგონებულია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, განახლება შეცვლის აპლიკაციებს, აიკონებს, ფანჯრებს, ღილაკებსა და ნავიგაციას, რათა სისტემები სხვადასხვა მოწყობილობაზე ერთგვაროვანი იყოს. Siri-ის განახლება 2026 წლამდე ინჟინერიის პრობლემების გამო გადაიდო.

Apple Inc - ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში.

Apple ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. Apple ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X El Capitan-ის დამუშავებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები