დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი - დავით ზალკალიანი

ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი - დავით ზალკალიანი

11-11-2024 00:38:00

ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა.

„ჩვენ ამ ურთიერთობების ბაზისს, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ჩამოგვიყალიბდა, აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება, კონტაქტები, აუცილებელი იქნება უკვე მის ახალ ადმინისტრაციასთან და წამყვან პოზიციებზე ახალ პირებთან სწრაფად კომუნიკაციაში შესვლა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, ელჩმა განაცხადა:

„აუცილებლად, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები