აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე, გვინდა რომ ჩვენი ავეჯი სხვა ქვეყნებშიც გაიყიდოს, რადგან არის ამის პოტენციალი და ბაზრები სადაც შეგვიძლია შევიდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ბალიშის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ანა გიგანმა განუცხადა.
„ვვარაუდობთ, რომ 2025 წლამდე გვექნება პასუხი სად შევძლებთ ექსპორტის დაწყებას. განვიხილავთ ევროპას, აშშ-ს, დუბაისა და საამიროების რამდენიმე ქვეყანას“,- განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
მეწარმის ინფორმაციით „ბალიშის“ პროდუქცია კლასიკური პუფისგან შიგთავსით განსხვავდება და წარმოებაში იყენებენ ავეჯის ღრუბელს.
„ყველა პროდუქციას, რომელსაც ვაწარმოებთ ზედაპირები ეხსნება და ირეცხება. მომხმარებლებს შეუძლიათ შიგთავსის შეცვლა ან ჩამატება“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„ბალიშს“ 4 წელი საოჯახო ბიზნესის სტატუსი ჰქონდა, წარმოების კიდევ უფრო განვითარება კი პროექტ Shark Tank Georgia-ში გამარჯვების შემდეგ შეძლეს. შედეგად მიიღეს 4 ინვესტორის დაფინანსება, რომელთაგანაც 3 მათ გუნდში დარჩა.
„ბალიში“ იქცა კომპანიად და თუ ადგილობრივ ბაზარზე გვიჭირდა ქსოვილების მოძებნა და საწარმოო პროცესების დასტაბილურება ეს პრობლემები აღმოიფხვრა. აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა კომპანიებთან და ოფისებთან, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ ჩვენ პროდუქციას. „ბალიშის“ მომხმარებლების 60% პირადი მოხმარებისთვის ყიდულობს პროდუქციას, ხოლო 40% კომპანიის გაყიდვებში კორპორაციულ შესყიდვებს უჭირავს.
„კომპანია აწარმოებს 4 ზომის ერთი სახეობის ბალიშს და ორი სახეობის უკარკასო დივანს, რომელიც მხოლოდ ღრუბლისგან მზადდება.
კომპანია ფლობს საწარმოს, სადაც მზადება პროდუქცია და ერთ შოურუმს თბილისში, გრ. აბაშიძის #77-ში. შოურუმი მულტიბრენდულია და სხვა ქართველი კომპანიების ნაწარმიცაა წარმოდგენილი.
„ბალიში“ 2018 წელს შეიქმნა და კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
52 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს4 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება