აჭარის მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს ფულად ჯილდოს გადასცემს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად უმაღლეს სასწავლებლებში 100% -70% გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო. სტუდენტები წახალისების მიზნით 2000 და 1000 ლარიან ჯილდოს მიიღებენ.
წელს აჭარის რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100% და 70% გრანტით. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ახორციელებს სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთ. სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
რამდენიმე წელია მაღალმთიან აჭარაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი აბიტურიენტებისთვის, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დამატებით, უფასოდ გაიარონ კურსები სხვადასხვა საგანში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრების კურსდამთავრებულთა 80%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
აჭარის მთავრობა განათლების სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აფინანსებს სტუდენტების სწავლებას და სტაჟირებას. ასევე, წარმატებულ სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა კრიტერიუმს, უფინანსდებათ სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა