7 ნოემბერს რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ოფიციალურად იხსნება. როგორც „ლელიანის“ facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახლი ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება.
„რამდენიმე დღით მიემგზავრებით და არ გინდათ თქვენი ოჯახის წევრის მარტო დატოვება? მასაც სიხარულით ვუმასპინძლებთ „ლელიანში“.
ოჯახური გარემო, დასვენება და სოციალიზაცია – აქ ყველაფერია თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სრულფასოვანი, ღირსეული და მრავალფეროვანი ყოველდღიურობის უზრუნველსაყოფად.
თუ ცოტა ხნით წარმოვიდგენთ, როგორი სიბერე გვინდა, რომ გვქონდეს, ცხადია, საუკეთესო ვერსიას დავხატავთ: კომფორტული, მშვიდი გარემო, სადაც იმ საქმიანობით დავკავდებით, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, გარშემო – ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანები, გვერდით – თანამოაზრეები, რომლებთანაც საუბარსა და აზრების გაცვლა-გამოცვლასშევძლებთ, სეირნობა, ღიმილი, სითბო, ყურადღება...
სწორედ ამისთვის შეიქმნა „ლელიანი“ – მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლი ქ. მცხეთაში, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
7 ნოემბერს „ლელიანი“ პირველ მობინადრეს შეეგებება“, - აღნიშნულია „ლელიანის“ განცხადებაში.
უახლესი