ერთ კვირაში, 4 სექტემბრიდან, ძალაში შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 100-დან 3 000 ლარამდე.
შესაბამისი სამსახური მონიტორინგს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში განახორციელებს. ავტომობილებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლი თავდაპირველად ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი 10 ეკიპაჟი 4 ქალაქში გადანაწილდება.
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა