დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
30 წელიწადში ელექტროენერგიის წარმოება 6-ჯერ, ხოლო მოხმარება 6 მლრდ კვტ/სთ-ით შემცირდა - სოსო არჩვაძე

30 წელიწადში ელექტროენერგიის წარმოება 6-ჯერ, ხოლო მოხმარება 6 მლრდ კვტ/სთ-ით შემცირდა - სოსო არჩვაძე

04-03-2023 18:04:43

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში მოსახლეობის ხარჯზე იზრდება. გასული საუკუნის 90-იანი წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წარმოებაში 6-ჯერადი კლებაა, რაც სექტორისთვის დიდი ჩამორჩენაა.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდაზე გათბობის ცენტრალიზებული სისტემის მხრივ სიტუაციის ცვლილებამ ძალიან იმოქმედა.

„მოსახლეობა და ბიზნესი ჯამში მოიხმარს იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე 90-იან წლებში მოიხმარდა, მაგრამ ეს არის წარმოების მასშტაბის შემცირებისა და რესურს ეკონომიის ხარჯზე. მოსახლეობისთვის მოხმარების მაჩვენებლები ფაქტობრივად იმავე დონეზეა. სითბოს მიწოდების ელექტროენერგიის ცენტრალიზებული სისტემა, მოშლილია და სათბობის ერთეული კალორიების მიღება დღეს შინა მეურნეობებს უფრო ძვირი უჯდება. ახლა ბევრ ოჯახში გათბობა არის დენზე და ინდივიდუალურია, ვინაიდან ერთობლივი მოხმარების ეფექტის მინიმიზაცია მოხდა", - განმარტავს არჩვაძე.

სტატისტიკოსის თქმით, ამიერიდან ელექტროენერგიის წარმოებისა და ზრდის მიწოდების მაგისტრალური ხაზი სწორედ ბიზნესის და წარმოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იქნება. პირობითად, წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით სულ ცოტა 4/5 წავა ბიზნესის საჭიროებისთვისა და მოსახლეობის 1/5-ის მოთხოვნილებების ზრდის დასაკმაყოფილებლად.

„წარმოების ზრდაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები, რომ ეკონომიკაში კეთილდღეობა გარანტირებული გახდეს. სერიოზული გამოწვევებია, ბოლო 30 წელიწადში სამრეწველო პროდუქციის გამოშვება 6-ჯერ და მეტადაც არის შემცირებული.

კერძოდ, 100% -დან 16 %-ზე დავიდა. ელექტროენერგიის მოხმარების კლებამ ბიზნესის სფეროში 6 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, დიდი ჩამორჩენაა. თუმცა უფრო მეტიც იყო და დანაკარგი და10 მილიარდ კვტ/სთ-ს აღწევდა", - ამბობს სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,247 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლის წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც ISET-PI-ს მიერ მომზადებულ „ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში“ არის აღნიშნული, 2022 წლის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წელს სრული წარმოება 12,645 მლნ. კილოვატ/საათი იყო).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები