დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 100 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს

3 100 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს

27-10-2024 13:02:00

ცესკოს-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.

„ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების 99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ 3 950 0.191
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 225 680 10.923
  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 209 137 10.122
  • „ევროპელი დემოკრატები“ 8 036 0.389
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 50 463 2.442
  • „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ 181 424 8.781
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია 15 057 0.729
  • „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1 866 0.09
  • „შეცვალე საქართველო“ 12 565 0.608
  • „საქართველო“ 2 775 0.134
  • თავისუფალი საქართველო 4 149 0.201
  • ტრიბუნა 2 487 0.12
  • „ჩვენ“ 2 595 0.126
  • „გახარია საქართველოსთვის“ 160 354 7.761
  • „მემარცხენე ალიანსი“ 1 388 0.067
  • ქართველ ერთობა 4 503 0.218
  • „გირჩი“ 62 217 3.011
  • ქართული ოცნება 1 117 480 54.086“

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები