2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს.
მათ შორის:
შემოსავლები - 18 239,9 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 620,0 მლნ ლარით);
საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 16 710,4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში გაზრდილია 420,0 მლნ ლარით, მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 5 486,4 მლნ ლარით (იზრდება 346,4 მლნ ლარით). ზრდა გარდა დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდისა, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ქვეყანაში ხელფასების ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 000,0 მლნ ლარით (გეგმა უცვლელია);
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 804,0 მლნ ლარით (იზრდება 133,7 მლნ ლარით). ზრდა ძირითადად გამოწვეულია დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკურ აქტივობით;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 220.0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 120.0 მლნ ლარით). ზრდა ძირითადად გამოწვეულია აქციზური პროდუქტის მოხმარების ზრდით;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 150.0 მლნ ლარით (იზრდება 20.0 მლნ ლარით). ზრდა გამოწვეულია პროგნოზირებულთან შედარებით იმპორტის მეტი ზრდით;
სხვა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 50.0 მლნ ლარის ოდენობით (მცირდება 200,0 მლნ ლარით). შემცირება დაკავშირებულია საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნების მაღალი
მაჩვენებლით;
სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 200,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 250.0 მლნ ლარის ოდენობით. ზრდაში ასახულია:
113,5 მლნ ლარი - დივიდენდების ზრდა (ეროვნული ბანკის მოგება);
40,0 - ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული;
20,5 მლნ ლარი - საპროცენტო შემოსავლის სახით;
20,0 მლნ ლარი - სანქციები (ჯარიმები და საურავები);
6,0 მლნ ლარი - სანებართვო მოსაკრებელი.
გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები უცვლელია და განისაზღვრება 279,6 მლნ ლარის ოდენობით;
არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა უცვლელია და შეადგენს 200.0 მლნ ლარს;
ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი ასევე უცვლელია და შეადგენს 450,0 მლნ ლარს;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები მცირდება 363,3 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 281,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საშინაო ფასიანი ქაღალდების წმინდა გამოშვების მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 1 400,0 მლნ ლარით;
საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი მცირდება 253,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 591,0 მლნ ლარს;
საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი მცირდება 110,0 მლნ ლარით და შეადგენს 290,0 მლნ ლარს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა