დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
21 მარტს რუსთაველის ეროვნულ თეატრში კონცერტს გამართავს საერთაშორისო აღიარების ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი

21 მარტს რუსთაველის ეროვნულ თეატრში კონცერტს გამართავს საერთაშორისო აღიარების ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი

17-03-2024 00:03:00

21 მარტს რუსთაველის ეროვნულ თეატრში კონცერტს გამართავს საერთაშორისო აღიარების ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი. 

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: 

ლევან დეისაძე (ბას-გიტარა) და ზაზა ცერცვაძე (დრამი) 

სპეციალური სტუმარი - ლაშა დეისაძე (გიტარა). 

ბექამ გასულ წელს მსოფლიო საკონცერტო ტური გამართა მრავალი „გრემის“ მფლობელ მუსიკოსთან სტენლი კლარკთან ერთად. მიუხედავად ასაკისა, მან მოასწრო სასცენო პარტნიორობა და მეგობრობა  ჯაზის ისეთ ლეგენდასთან, როგორიც არის ჩიკ კორეა. ლეგენდარულმა პიანისტმა, ბექა სიცოცხლის ბოლოს გამოქვეყნებულ ყველაზე შთამაგონებელ არტისტთა სიაში შეიყვანა. „ის არის ბრილიანტი, ფორტეპიანოს ახალგაზრდა ვუნდერკინდი, მომდევნო წლებში ბევრად უფრო ხშირად შეხვდებით მას, ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო დიპლომატია, რომელიც უნდა გაგზავნოთ მსოფლიოში, რათა ანახოთ თუ რას ნიშნავს ქართული კულტურა“ - აღნიშნავდა ჩიკ კორეა. ბექას ასევე თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ მუსიკოსებთან - ვიქტორ ბეილი, ჯო ლოვანო, ედი გომესი, ქრისტიან მაქბრაიდი, ჯონ პატიტუჩი, ლენი ვაიტი და სხვა. ბექა გოჩიაშვილი ამჟამად, კვლავ მსოფლიო ტურისთვის ემზადება. ნიუ-იორკში გამგზავრებამდე ის რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ კომპოზიციებს შეასრულებს. 

პროექტის წარმდგენები - ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და კომაპნია PSP 

მხარდამჭერები - კომპანია „ლუტეცია“ და „ივ როშე“ 

საინფორმაციო მხარდამჭერები - რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118-08  

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები