დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2050 წლისთვის ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს

2050 წლისთვის ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 25 დოლარამდე დაეცეს

17-10-2024 19:00:00

მსოფლიო ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო უფრო იაფი ენერგიისკენ მიდის, რადგანაც სუფთა ტექნოლოგიები ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვითარდება.

ძირითადი სცენარის მიხედვით, IEA თავის World Energy Outlook 2024-ში პროგნოზირებს, რომ სუფთა ენერგია დააკმაყოფილებს ენერგიაზე „ფაქტობრივად მთელ“ მზარდ მოთხოვნის 2023-დან 2035 წლამდე პერიოდში, რაც 2030 წლამდე სამივე წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის პიკს გამოიწვევს.

„ეს ნიშნავს, რომ ნავთობის იმპორტის ფასი 2030 წელს იქნება დაახლოებით 79 დოლარი ბარელზე, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე წიაღისეული საწვავი ამჟამად ივაჭრება. მაგრამ იმ სცენარში, როდესაც მსოფლიო მიაღწევს წმინდა ნულოვან ემისიას და ზღუდავს გლობალურ დათბობას, IEA მოელის, რომ 2050 წლისთვის ნავთობის ფასი 25 დოლარამდე დაეცემა ბარელზე“, - წერს Yahoo Finance.

კვლევა ხაზს უსვამს, რომ ელექტრომობილების ზრდა, რომელსაც ჩინეთი უდგას სათავეში, ნავთობის მწარმოებლებს „უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“. „ამჟამად, მსოფლიოში ელექტრომობილების წილი ახალი მანქანების გაყიდვაში დაახლოებით 20%-ია, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზრდება“, -  ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, IEA გაფრთხილებას აკეთებს, რომ იაფმა ბუნებრივ აირმა შეიძლება შეანელოს სტრუქტურული ცვლილებები მწვანე ენერგიის მიმართ, რაც შეამცირებს მომხმარებელთა გადართვის ეკონომიკურ შესაძლებლობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები