დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს გვაქვს ორი ახალი მისია - სიხშირეების გაზრდა და ბაზრის დივერსიფიცირება | ირაკლი ქარქაშაძე

2025 წელს გვაქვს ორი ახალი მისია - სიხშირეების გაზრდა და ბაზრის დივერსიფიცირება | ირაკლი ქარქაშაძე

18-11-2024 16:00:00

2025 წელსაც აეროპორტების გაერთიანებას ამბიციური გეგმები აქვს,- ამის შესახებ   „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. 

„გვაქვს მიზანი, რომ გავზარდოთ სიხშირეები და ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ და ორი-სამი ისეთი მიმართულებაა დარჩენილი, რომელიც ამ ხმაურიან სახელებს გადაფარავს. ჩვენი მიზანია, რომ უფრო შორი მიმართულების ფრენებზე ვიფიქროთ და ამას რა თქმა უნდა დრო, თუმცა მომდევნო წელს ჩვენ გვაქვს ორი მთავარ მისია: პირველი- ესაა სიხშირეების გაზრდა, რასაც სჭირდება უკვე გამოცხადებული დაანონსებული ფრენებისა და ტურისტული ნაკადების განვითარება და მეორე - რა თქმა უნდა ჩვენთვის შეუჩერებელი პროცესია ახალი ავიაკომპანიები და ახალი მიმართულებები, იმისთვის რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირება ავიაკომპანიების, ტურისტებისა და ავია მიმართულებების“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ .   

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები