დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 700 100 000 ლარით განისაზღვრა

2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 700 100 000 ლარით განისაზღვრა

10-11-2023 17:15:47

2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 700 100 000 ლარით განისაზღვრა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით გადანაწილდა:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 7 519 300 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 5 614 200 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 139 763 900 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 132 121 800 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 51 255 000 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 31 044 900 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა.

ჯაბა ფუტკარაძემ ასევე 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულებაზე ისაუბრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 397 953 800 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 389 149 000 ლარი შეადგინა, შემოსულობები 97,8%-ით შესრულდა.

შემოსავლების გეგმა 343 652 100 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 371 399 600 ლარი შეადგინა, შემოსავლები 108,1 %-ით შესრულდა.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები