ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 582 მლნ ლარი. მისი თქმით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე მუშაობა 172 ლოკაციაზე, მათ შორის, 22 ქალაქში. 2024 წელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება დამატებით 5 ქალაქს.
„ასევე, მნიშვნელოვანია, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება და ამ მიმართულებებით, გაგრძელდება სამუშაოები მთავრობის გაცხადებული გეგმის შესაბამისად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
უახლესი
10 წუთის წინ
თაფლის ექსპორტი ისევ მცირდება1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ქვევრები“ მომხმარებლებს