დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება

2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება

02-10-2023 10:30:14

პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე ინიცირებულია. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა მოხდება.

 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სოციალური მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს
დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება;
- გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
- გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
- ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს;
- ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი. 

განათლების მიმართულებით
გათვალისწინებულია განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
- საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის შედეგებს;
- გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი;
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა. 

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი;
- თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურა ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი;
- მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.
- სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი;
- გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე;

- საჯარო მოხელეთა ანაზღაურება
2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები