დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ორ ახალ ფილიალს გავხნით - „წერტის“ დამფუძნებელი

2024 წელს ორ ახალ ფილიალს გავხნით - „წერტის“ დამფუძნებელი

08-01-2024 03:00:00

Business Insider Georgia-თან „წერტის“ დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი ამბობს, რომ 2024 წელს ორი ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება. 

„2024 წელს ვგეგმავთ ასევე ორი ახალი ფილიალის გახსნას. ბევრი ახალი საინტერესო პროდუქტი დაემატება, რომელიც დღეს-დღეობით ბაზარზე არ არის“, - ამბობს ბიძინა გონაშვილი.

მისი თქმით, ასევე 2024 წელს „წერტის“ ქსელს მზა საჭმელების ხაზი დაემატება და ამ მიმართულებით წარმოება გაძლიერდება. ასევე იგეგმება შეფუთული ხილ-ბოსტნეულის ხაზის დამატება. 

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. 

ამ დროისთვის „წერტი“  5 ფილიალით არის წარმოდგენილი და კომპანიაში 140 ადამიანია დასაქმებული. 

კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები