2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდა 11.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.0%-ით გაიზარდა. ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის და ვაჭრობის დარგებმა.
„10 თვის მოსალოდნელზე მაღალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა