საქართველოში საბანკო სექტორი მზარდია, რაზეც დიდი გავლენა აქვს როგორც სისტემურ ასე არასისტემურ და შედარებით მცირე ზომის ბანკებს. Business Insider Georgia-ს გუნდის მიერ ანალიზისათვის შერჩეულია „კრედო ბანკი“.
„კრედო ბანკი“ შედარებით ახალგაზრდა ფინანსური ინსტიტუტია და წარსულში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენდა. დღეის მდგოამრეობით ეს ბანკი აქტივების მოცულობით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
2023 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედით, კრედო ბანკის ჯამური აქტივების მოცულობა 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 15% ით გაზრდილია 2022 წლის ანალოგიურ პერიდოთან შედარებით, საიდანაც ძირითად მოცულობას 1.9 მილიარდ ლარს სასესხო პორტფელი შეადგენს.
სასესხო პორტფელის ზრდამ 2022 წლის ანალოგიურ პერიდოთან შედარებით 13.68% შეადგინა. 2022 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კრედოს სასესხო პორტფელის მოცულობა 1.64 მილიარდ ლარს შეადგენდა.
კრედო ბანკის ძირითადი სასეხო პორტფელი ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, კერძოდ 1.9 მილიარდი ლარიდან 1.7 მილიარდი ლარი ეროვნულ ვალუტაშია. თუმცა, აქტივების კლასიფიკაციაში, პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა დასაკუთრებულ ქონებასთან დაკავშირებულ მუხლში აქვს, კერძოდ, დასაკუთრებული ქონება 2022 წლის 3 კვარტლის მდგომაროებით 5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კი დასაკუთრებული ქონების ოდენობა 117.3% - ით გაიზარდა და 11 მილიონი ლარი შეადგინა.
2023 წლის 3 კვარტლის მდგომაროებით, „კრედო ბანკის“საპროცენტო შემოსავლებმა 339 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9.96%-იან ზრდას აჩვენებს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცდმებთან შედარებით. (308 მილიონი ლარი).
სასესხო პორტფელის კომპოზიციიდან გამომდინარე მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 96% სწორედ ლარის საპროცენტო შემოსავლებზეა ფოკუსირებული.
საპროცენტო შემოსავლებისა და სასესხო პორტფელის მიხედვით, 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით მთლიანი სასესხო პორტფელის შეწონილი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.53% შეადგენს რაც შემცირებულია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან.
2022 წლის 3 კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით მთლიანი პორტფელის შეწონილი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 24.32% შეადგენდა. ლარში გაცემულ სესხებზე კი 2023 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 25.16% იყო, 2022 წელს ანალოგიურ პერიოდში კი 26.25% შეადგენდა.
კრედო ბანკის დაფინანსების წყაროების ანალიზის მიხედვით, ბანკის ფინანსური ვალდებულებები წარმოადგენს 1.9 მილიარდ ლარს. საიდანაც 793 მილიონი ლარი დეპოზიტია, 1.08 მილიარდი ლარი კი ნასესხები სახსრები.
დეპოზიტების 70% განთავსებულია ლარში, ნასესხები სახსრების 74% ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში. დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით ფულადი სახსრების შეწონილი ღირებულება 2023 წლის 3 კვარტლის მდგოამრეობით მთლიან პორტფელზე 10.49%, 2022 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით კი 11.11% შეადგენდა. შესაბამისად, დაფინანსების სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის საპროცენტო სხვაობა 2023 წელს 13.04% შეადგენს, 2022 წელს კი 13.21%.
კრედო ბანკის წმინდა მოგება 2023 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით 26 მილიონ ლარს შეადგენდა, როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა მოგება 32 მილიონ ლარს უტოლდებოდა. გაუფასურების ეფექტის გათვალისწინების გარეშე, კრედო ბანკის მოგებამ 2023 წლის 9 თვეში 66.1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 66.3. მილიონი ლარი.
შესაბამისად, წმინდა მოგების მარჟა - 2023 წელს 6.98% შეადგენდა, კორექტირების შემდეგ მოგების მარჟა 17.39% გაუტოლდა. 2022 წლის მოანცემებით, წმინდა მოგების მარჟა 9.53% შეადგენდა, კორექტირების შემდგომი მოგების მარჟა კი 19.29% გაუტლოდა.
აღნიშნული მაჩვენებლები, სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებლებს ჩამორჩება, კერძოდ 2023 წლის წმინდა მოგება სექტორისათვის საშუალოდ 33.14% შეადგენდა, კორექტირებული წმინდა მოგება 37.47%, 2022 წელს კი 34.39% და 39.3% შესაბამისად.
ავტორი პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა