დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს საქართველო 20-ზე მეტ ფორუმზე იყო წარმოდგენილი - ირაკლი ნადარეიშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე

2023 წელს საქართველო 20-ზე მეტ ფორუმზე იყო წარმოდგენილი - ირაკლი ნადარეიშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე

23-01-2024 17:43:00

ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობაა, - სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი განმარტებით, 2023 წელს საქართველო 20-ზე მეტ ფორუმზე იყო წარმოდგენილი.

„ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  ძალიან თანმიმდევრული და დეტალური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია მათ შორის საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დაგეგმვა და მომზადება იყოს ყოველი ასეთი ფორუმის წინ. ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვიცით, თუ რომელ ფორუმზე მივდივართ, ვის ვხვდებით, ვინ არის სამიზნე აუდიტორია, ვემზადებით, ვამზადებთ საინვესტიციო შეთავაზებებს კომპანიებისთვის, ვცდილობთ, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაცია დავამყაროთ. საქართველო 2023 წელს 20-ზე მეტ ასეთ ფორუმზე იყო წარმოდგენილი, აქ ყო როგორც ტრადიციული პლატფორმები, როგორიცაა დავოსი, სადაც საქართველო ყოველ წელს მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის დონეზე, ასევე არის ახალი პლატფორმებიც, რომელზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო წარვადგინოთ. ასეთი იყო შარშან ვებსამიტი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიება, რაც მსოფლიოში ტარდება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ხდება შესაბამისი შედეგების გაზომვაც, რაც უმნიშვნელოვანესია სამომავლოდ გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ჩვენ არამხოლოდ ვემზადებით და ვმონაწილეობთ, ასევე ამ მონაწილეობის შედეგებს ვზომავთ. ეს არ არის მყისიერი გაზომვა, რადგან ინვესტორს გადაწყვეტილების მისაღებად  ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ მიმართულებაზე - გადაწყვეტილება, თუ რატომაც მივიღეთ მონაწილეობა და ეს მონაწილეობა იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, გვქონდა ქვეყნის სტენდი, გვყავდა წაყვანილი IT კომპანიები, სტარტაპები, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი პანელი, სადაც ვიცე პრემიერი იღებდა მონაწილეობას. ის შეეხებოდა მთლიანად საქართველოს საინვესტიციო გარემოს და იმ შეთავაზებას, რაც ჩვენ წავიღეთ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ვებსამიტზე მინიმუმ 3000 ადამიანი ესწრებოდა ამ პანელის მიმდინარეობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები