2023 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას 1 300 000 ტურისტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თვითაღიარებული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება ადრე იტყობინებოდა, რიწის ეროვნული პარკის ფინანსური შემოსავლების მოცულობამ 2023 წელს 385 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა. თუმცა 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ეროვნულ პარკს ეწვია 633 238 ადამიანი, ხოლო ბილეთების გაყიდვებმა ჯამურად 405,6 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა.
ახალი ათონის მღვიმიდან ფინანსური შემოსულობების მოცულობამ 272,4 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა. 2022 წელს თვითაღიარებული რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას 393 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რა დროსაც 268,6 მილიონი რუბლის ღირებულების ბილეთი გაიყიდა.
ახალი ათონის მღვიმიდან ფინანსური შემოსულობების მოცულობამ 272,4 მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა. 2022 წელს თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას 393 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რა დროსაც გაიყიდა 268,6 მილიონი რუბლის ღირებულების ბილეთი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა