დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს „გალერია ჰოლდინგის“ შემოსავლები 35%-ით გაიზარდა

2022 წელს „გალერია ჰოლდინგის“ შემოსავლები 35%-ით გაიზარდა

17-02-2024 13:00:00

„გალერია ჰოლდინგის“ შემოსავლებმა 2021 წელს 27 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წელს კი შემოსავლები 9,5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც 35% იანი ზრდის ტოლფასს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების ზრდა დიდწილად დაკავშირებული შეიძლება იყოს, მხოლოდ გასაქირავებელი ფართების უკეთ ათვისებით ან ფასის ზრდით, რადგან აქტივებში რადიკალური ცვლილება არ შეინიშნება, რასაც ასევე განვიხილავთ სტატიაში. საოპერაციო მოგებამ კი 2021 წელს 7.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი კი 8.1 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 16 მილიონს შეადგენს, რაც 104% ზრდას წარმოადგენს. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია შემოსავლის ზრდით და საოპერაციო ხარჯების იგივე მაჩვენებლით. შესაბამისად საოპერაციო მოგების მარჟამ 29% 2021 წელს და 44% 2022 წელს შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გელერია ჰოლდინგის წმინდა მოგება კი საოპერაციო მოგებაზე დიდ რიცხვს წარმოადგენს, რაც დიდწილად გამოწვეულია წმინდა ფინანსური შემოსავლისგან, რაც დიდწილად განპირობებულია კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული შემოსავლით, რაც უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის გამყარების შედეგად აღებულ სესხებზე კომპანიამ სარგებლის სახით მიიღო. შესაბამისად წმინდა მოგების მარჟა არარეალურად მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს როგორც 2021 ასევე 2022 წელს რაც 70% და 83% ში გამოიხატება შესაბამისად.

 

უძრავ ქონების ბიზნესში საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლადს წარმაოდგენს აქტივების რაოდენობა და აქტივებზე მიღებული უკუგება, როგორც ზემოთ იქნა ნახსენები გალერია ჰოლდინგს არ აქვს დიდი მერყება აქტივების მოცულობაში, რადგან შენობის ფართობი კვლავ იგივე დარჩა 2021-2022 წლებში და არ განხორციელებულა დიდი კაპიტალური ცვლილებები, შესაბამისად აქტივების რაოდენობა 193 და 192 მილიონს შეადგენდა 2021 2022 წლებში შესაბამისად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ქონების გაქირავება ძირითადად კაპიტალ ინტესნიურ ბიზნესს წარმაოდგენს და არ საჭიროებს დიდ საოპერაციო ხარჯებს აქტივებზე უკუგება ერთერთი მთავარი საზომია უძრავი ქონების გაქირავების ბიზნესისათვის. აქტივებზე უკუგებისათვის გამოყენებულია საოპერაციო მოგება, რადგან კურსთაშორის სხვაობის ეფექტმა არ იქონიოს გავლენა წამკითხველზე, შესაბამისად აქტივებზე უკუგებამ 2021 წელს 4% ხოლო 2022 წელს გაორმაგებული მაჩვენებელი 8% წარმოადგინა, რაც უძრავი ქონების გაქირავებისათვის და ინვესტირებულ კაპიტალთან მიმართებაში კარგ მაჩვენებელს წარმოადგენს.

 

კომპანია დაარსდა 2017 წლის 13 ივლისს შპს „აქსის თაუერს ჰოლდინგის“, ყოფილი შპს „ჯი სი ეფ უძრავი ქონება“, რომელიც ფლობდა 39.02% და 100% წილს სს „აქსის თაუერსში“ და შპს „მოვატ საქართველოში“ რესტრუქტურიზაციის შედეგად. 2017 წელს, წინამორბედი კომპანიის, შპს „ჯი სი ეფ უძრავი ქონების“ მფლობელებმა საინვესტიციო პორტფელის თითოეული კომპანიისთვის გადაწყვიტეს რომ შეექმნათ განცალკევებული ჰოლდინგური საწარმოები. 2017 წლის 31 ივლისს, მთლიანი წილი შპს „მოვატ საქართველოში“, შვილობილებში ფლობილ წილთან ერთად - „გალერია თბილისის“ (ყოფილი „თბილისი პლაზა“), სავაჭრო მოლთან დაკავშირებული ოპერაციები გადავიდა ახლად დაფუძნებულ საწარმოში - შპს „გალერია ჰოლდინგი“, ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო. შპს „გალერია ჰოლდინგი“ რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო (სარეგისტრაციო და საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი: 404541215; რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ) საქართველოს რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრირებულია საქართველოში.

კომპანია წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული შემდეგი შვილობილების მშობელ კომპანიას: შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტი“, რომლის 100% ფლობს გალერია ჰოლდინგი და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროების მენეჯმენტი, შპს გალერია თბილისი, რომლის 100% ფლობს გალერია ჰოლდინგი და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავება და შპს „რია-რია“, რომლის ასევე 100% ფლობს ჰოლდინგს და მისი საოპერაციო საქმიანობას ბავშვთა გასართობი ცენტრი წარმოადგენს.

2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავად გალერია ჰოლდინგის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GCF LP (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე), რომელსაც აკონტროლებს GCF GP (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე).

ჯგუფის ძირითად საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მართვა, ქონების მართვის და კომერციული სივრცეების იჯარით გაქირავება, თანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო მოლში - სავაჭრო მოლი „გალერია თბილისი“ და სასტუმრო რადიუს თბილისი - მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები