დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
20 მლნ დოლარიანი ინვესტიციით თბილისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Afisha გაიხსნა

20 მლნ დოლარიანი ინვესტიციით თბილისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Afisha გაიხსნა

16-10-2024 18:00:00

თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი, დიზაინ სასტუმრო შეემატა. Afisha • აფიშა თბილისის ცენტრში, დიდი საკონცერტო დარბაზის გვერდით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს და სტუმრებს უკვე მასპინძლობს. აფიშა  ოფიციალურად 17 ოქტომბერს გაიხსნება, თუმცა სასტუმრო სატესტო რეჟიმში სტუმრებს გარკვეული პერიოდია უკვე იღებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან აფიშას გენერალურმა მენეჯერმა ქეთი ნადარეიშვილმა განაცხადა, სასტუმრო აფიშა 118 სასტუმრო ნომერს და საერთო ჯამში 8 კატეგორიის ნომრებს აერთიანებს. რაც შეეხება სასტუმროს ცნობადობის გაზრდას და მარკეტინგულ კამპანიებს სასტუმროს მენეჯმენტს გეგმა უკვე გაწერილ აქვს. 

„სასტუმროს ჯავშნები უკვე გახსნილია და ნოემბრის ჯავშნები უკვე შემოსულია დსთ-ს ქვეყნებიდან, გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან და ასე შემდეგ.
ნოემბერში სტანდარტული, ორ ადგილიანი სასტუმრო ნომრის გამოცხადებული ფასი იწყება 150 დოლარის ეკვივალენტიდან, რომელიც მოიცავს ასევე საუზმეს.

ჩვენ გარდა სასტუმროში ასევე გაქვს სარესტორნო სივრცე, ასევე გვაქვს დისკო ბარი და ღვინის ოთახი. აქედან გამომდინარე მარკეტინგულ აქტივობებს ვგეგმავთ, როგორც სასტუმრო ნომრების ისე კვების ობიექტების მიმართულებით. აქტიურად გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი შეხვედრები, როგორც ტურისტულ სექტორთან ისე კორპორაციულ სეგმენტთან.  მომავალ წელს ვგეგმავთ B2B შეხვედრებზე წასვლას სხვადასხვა ქვეყნებში. ვგეგმავთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას. სოციალური მარკეტინგის მიმართულებითაც გაქვს ჩვენი სტრატეგია შემუშავებული, სადაც ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა რესტორნების ცნობადობის გაზრდას“, - აცხადებს  ქეთი ნადარეიშვილი.

აფიშას გენერალური მენეჯერის განმარტებით, სასტუმროს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, რაშიც სასტუმროს სტუმრები აფიშაში სტუმრობისას მალევე დარწმუნდებიან.
„აფიშა მომხმარებელმა უნდა აირჩიოს იმიტომ, რომ ის მდებარეობს საუკეთესო ლოკაციაზე - ქალაქის ცენტრში, ფილარმონიის გვერდით. გარდა ამისა სასტუმროში დიზაინი ისეა შერჩეული, რომ ხაზს უსვამს 60-70-იანი წლების ისტორიას. მაგალითად სააბაზონო ოთახებში გაქვს საგრიმიოროს ტიპის განათება, რამაც შეიძლება 60-იანი წლების ამერიკული ფილმების სიუჟეტები გაგახსენოთ. ბევრი გვეუბნება, რომ გარკვეულ პარალელს ფილმ „გრანდ ბუდაპეშტთანაც“ ავლებენ. ასევე გვაქვს ქართული და უცხოური კინო და სპექტაკლების აფიშები, როგორც დერეფნებში ისე ზოგ კატეგორიის სასტუმრო ნომრებში. თვითონ აფიშას კონცეფცია არის ძალიან საინტერესო და უცხო. გარდა ამისა ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ მომსახურებაზე, რათა სტუმარმა ჩვენთან კომფორტულად იგრძნოს თავი. ასევე გაქვს ჯაკუზი რვა წლის მასაჟორით, მასაჟის ოთახი, სადაც ფრანგული ბრენდის ეთერზეთებს გამოვიყენებთ მასაჟებისთვის და 2 ტიპის საუნა. გაქვს ასევე საკონფერენციო დარბაზი. გვყავს ასევე არაჩვეულებრივი სომელიე გიორგი ქადაგიშვილი და გვაქვს ღვინის დიდი არჩევანი ღვინის ოთახში. რაც ასევე განსაკუთრებულია, გაქვს შამპანურის ბარი, სადაც 10 დასახელების სხვადასხვა შამპანურის დაგემოვნებაა შესაძლებელი“, - ამბობს აფშას გენერალური მენეჯერი.

ირკვევა, რომ აფიშაში განთავსებული რესტორნის შეფი არის ტომას იარგი, ხოლო მენიუს შემუშავება და გემების დასმა კომპანია ასტრონავტთან ერთად განხორციელდა. მენიუს შედგენაში მონაწილეობას იღებდა ასევე ირაკლი ასათიანი.

სასტუმრო აფიშას ინვესტორი კომპანია მელიქიშვილია ინნ-ია, ხოლო კომპანიის მფლობელები ვახტანგ კარიჭაშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან. სასტუმროში განხორციელებული ინვესტიცია კი დაახლოებით 20 მლნ დოლარია.

ამ დროისათვის სასტუმროში 110 თანამშრომელია დასაქმებული და მაღალი სეზონისთვის სასტუმროს მენეჯმენტი გუნდის ახალ წევრებსაც ეძებს. საბოლოო ჯამში აფიშაში დაახლოებით 150 თანამშრომლის დასაქმება იგეგმება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები