ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგანისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავისაშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნისპროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექ ენთუზიასტების განვითარებას და ახალტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.
თიბისი, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთიმოწინავეა, ამჯერად ინოვაციური იდეებისთვის ჰაკათონს, TechXplore-ს ატარებს, რომელიც 18-20 ოქტომბერსგაიმართება. მაღალი მოთხოვნის გამო ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები უკვე შევსებულია და რეგისტრაცია დასრულებულია.
ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, სადაც დღის განმავლობაში გუნდის წევრებთან ერთად მუშაობასშეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში კი მენტორები გაგიწევენ კონსულტაციას.
TechXplore ტექნოლოგიების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობასსთავაზობს - ეს მათთვის გაერთიანების, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისა დაახლებური გადაწყვეტილებების მიღების იდეალური შანსია.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტიუნდა შექმნან, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მაქსიმალურად ერგება და მისთვის საჭიროღირებულებას ქმნის.
TechXplore-ის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლებიც ჰაკათონის განმავლობაში ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად მუშაობას შეძლებენ.
დამატებითი მოტივაცია დაწესებული ფულადი ჯილდოა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. I ადგილი - 10,000 ლარს, II ადგილი - 6,000 ლარს, ხოლო, III ადგილი - 4,000 ლარს მიიღებს. ამისთვის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილით დაკომპლექტებული 40 გუნდი იბრძოლებს.
დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობით. საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოსვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.
ასეთი ღონისძიებები იმ იდეების რეალიზებას ემსახურება, რომლებმაც შესაძლოა მომავალშიმნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანონ, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჰაკათონის დროს მონაწილეებიახალი გამოცდილებითა და ცოდნით დაიმუხტებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომავალ პროექტებზემუშაობისას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.
შევხვდებით 18-20 ოქტომბერს!
უახლესი