დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰენკა კომბუჩას“ ახალი პროდუქტი - წყალი D ვიტამინით სავაჭრო ქსელებში გამოჩნდა

„ჰენკა კომბუჩას“ ახალი პროდუქტი - წყალი D ვიტამინით სავაჭრო ქსელებში გამოჩნდა

16-10-2024 17:00:00
ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი „ჰენკა კომბუჩას“ ახალი პროდუქტი - წყალი D ვიტამინით სავაჭრო ქსელებში გამოჩნდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.

„ერთი კვირაა რაც ჩამოვასხით პროდუქტი. მანამდე იყო დაკვირვების პროცესი და წყალში D ვიტამინის მოცულობის განსაზღვრა. საბოლოოდ მივიღეთ ფორმა, რომელიც სტაბილური და მედეგია და მზადაა ქსელში გასაშვებად.

სავაჭრო ქსელებში შესვლა დავიწყეთ გასულ კვირას. ამ ეტაპზე პროდუქცია წარმოდგენილია „ევროპროდუქტის“ ქსელში,  „ვან პოინთსა“  და„ფრესკოში“, - განაცხადა გიორგი ჯირკვალიძემ.

მისი თქმით, ამ პროდუქტის შექმნის იდეა მსოფლიოსა და საქართველოში D ვიტამინის დეფიციტის გამომდინარე გაჩნდა.

„როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, D ვიტამინის დეფიციტია. შესაბამისად, ყველაზე მარტივი და უებარი წყარო ამ ვიტამინის მისაღებად, არის წყალი.

ამ პროდუქტის წარმოება არ იყო მარტივი პროცესი, რადგან D ვიტამინი ბუნებრივი ფორმით წყალში ხსნადი არ გვხვდება. აღმოვაჩინეთ გერმანიაში კომპანია, რომელმაც ამ ვიტამინის ასეთი ფორმით შექმნა შეძლო. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ წყალი უნდა ჩამოგვესხა მინის ბოთლებში. რაც შეეხება დღიურ ნორმას ეს არის 5 მიკრო/გრამი, ევროპული სტანდარტით თუმცა აშშ და კანადა იყენებს უფრო მაღალი სტანდარტით და იქ ყოველდღიური მოხმარება 10 მიკრო/გრამია. ჩვენ მიერ წარმოებულ ერთ ბოთლში D ვიტამინის შემცველობა არის დღიური ნორმის ნახევარი“, - განაცხადა გიორგი ჯირკვალიძემ.

პროდუქცია სავაჭრო ქსელებში 330 მილილიტრიან მინის ბოთლებში ორი გემოთია წარმოდგენილი. შედარებით მოტკბო, ალუბალი და კლასიკური, ლიმონ-ლაიმის გემოთი.

როგორც „ჰენკა კომბუჩას“ გენერალური დირექტორი ამბობს, კომპანია გეგმავს ამ ხაზის განვითარებას და სხვა ვიტამინიზირებული სასმელების წარმოებასაც.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები