დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი ამოცანაა, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები დავაკავშიროთ თბილისის მშრალ პორტთან - ჯემალ ინაიშვილი

მთავარი ამოცანაა, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები დავაკავშიროთ თბილისის მშრალ პორტთან - ჯემალ ინაიშვილი

16-10-2024 14:34:00

მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ დავაკავშიროთ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები თბილისის მშრალ პორტთან. ეს არის გაგრძელება პორტების და აახლოებს ნავსადგურებს უშუალოდ თბილისთან, - ამის შესახებ  MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.

„თბილისი დრაი პორტი“ იქნება კონტეინერების ძირითადი მიმღები საქართველოს ფარგლებში.  ძირითადი კონტეინერები, რომელიც შემოდის ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების მეშვეობით მოდის თბილისზე. შესაბამისად, ჩვენ ვამცირებთ მანძილს და დროს, რათა ტვირთის მფლობელმა მიიღოს და განაბაჟოს თავისი საქონელი უშუალოდ თბილისში. ესაა პირველი ამოცანა და შესაბამისად მერე მოახდინოს ამ ტვირთის ან თავისთან გადატანა ან უშუალოდ ჩვენთან დასაწყობება“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

რაც შეეხება „თბილისი დრაი პორტის“ პროექტის მიმდინარეობას, როგორც ჯემალ ინაიშვილი განმარტავს, პროექტი ამ დროისთვის პირველ ფაზაშია.

„პირველი ეტაპი ითვალისწინებს $16 მილიონის მოცულობის და დამატებით ინვესტიციებს. შემდეგ ეს ინვესტიციები შესაბამისად გაგრძელდება. პირველი ეტაპი, რასაც ითვალისწინებდა ამ პროექტის გახლდათ ის, რომ ის ტერიტორია, რომელზეც მშრალი პორტია განთავსებული არის 30 ჰექტარი. განხორციელდა ამ ტერიტორიის სამშენებლო ნაწილი, მოედანი მომზადდა და  შეყვანილი იყო სარკინიგზო ხაზები, რომელიც აკავშირებს ტერმინალსა და რკინიგზის სადგურს. შესაბამისად ახლა შენდება პირველი საწყობი და შევიძინეთ აუცილებელი ტექნიკა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სპეციალიზებული A კლასის საწყობების მშენებლობას,  რომელიც უშუალოდ მომხმარებელზე იქნება მორგებული, რაც ძალიან დიდი ინვესტიციაა თავისთავად. ასევე მოხდება 3PL და 4 PL სერვისების მიწოდება“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

თბილისი დრაი პორტი, 2025 წლის იანვრიდან ოპერაციებისთვის მზად იქნება. ის დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებელთა ბაზრებთან დააკავშირებს. შეგახსენებთ, რომ AD Ports Group-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისის მშრალი პორტის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ, რის შედეგადაც ჯგუფი გახდა 60%-იანი წილის მფლობელი და მაჟორიტარი პარტნიორი. ახალი ლოგისტიკური ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები