20 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, კომპანია "Koenig & Bauer" - ის წარმომადგენლები ბანკნოტების დიზაინთან დაკავშირებით ვორქშოპს გამართავენ. აღნიშნულ ვორქშოპზე განხილული იქნება ბანკნოტის დიზაინის შექმნის თავისებურებები და მისი ტექნიკური დეტალები ბეჭდვის პროცესში.
ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია გრაფიკოს დიზაინერს ან/და ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტს.
ვორქშოპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები 12 აპრილის ჩათვლით მიიღება. მონაწილეობისათვის აუცილებელია, აპლიკანტმა წარმოადგინოს რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე Workshop@nbg.gov.ge სულ 15 მონაწილე შეირჩევა. ვორქშოპი 20 აპრილს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა