დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
11 თვეში სავალუტო რეზერვები $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

11 თვეში სავალუტო რეზერვები $5.1 მილიარდამდე გაიზარდა

11-12-2023 17:34:47

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.1%-ით გაიზარდა (+2.9 მლნ აშშ დოლარი).

„რეზერვების ცვლილება ძირითადად უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს“, - ნათქვამია Galt & Taggar-ის მიმოხილვაში. 

2023 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 16.7%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.9%-ით შემცირდა (-154.4 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, ოქტომბერში სებ-მა 2 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები